ფუტსალი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად, გუნდები თორმეტ 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელგიის და ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

მეინ-რაუნდის მატჩები ორ წრედ, 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის მარტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ავთანდილ ასათიანის გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და გათამაშებას ¼ ფინალში, რუსეთის ნარკებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები