ბათუმის დინამო, სლოვანი
Aa
Aa

"ეს დიდი სირცხვილია" - მედვედევმა ბათუმის დინამოსთან მატჩი შეაფასა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანის“ წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0:0 ითამაშა და განმეორებითი შეხვედრის წინ, საქართველოში ოპტიმისტური განწყობით ბრუნდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სლოვანის“ მარჯვენა მცველმა ჯურიჯ მედვედევმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მედვედევმა?

„იმედგაცრუებულები ვართ. სამწუხაროა.. ტაიმზე მეტი 1 კაცით მეტნი ვიყავით და ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. შედეგი 0:0 ძალიან ცუდია. ჩვენ განსხვავებული რეზულტატი გვინდოდა. ეს დიდი სირცხვილია, მაგრამ ჯერ დაკარგული არაფერია. რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მათ შორის ერთი მე და ახლაც ვერ ვხვდები როგორ მოიგერია მეკარემ ჩემი დარტყმული.

მთელი მატჩი უნდა გავაანალიზოთ. მეტოქეს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ ჩვენც არაფრით არ ჩამოვუვარდებოდით. ეს შედეგი კიდევ გულშემატკივრების გამო მაწუხებს. მათ დიდ ბოდიშს ვუხდი. კლუბში ასეთი შესრულებით ვერავინ იქნება კმაყოფილი. იმედი მაქვს, ბათუმში გამართული მატჩის შემდეგ გულშემატკივრები გახარებულები იქნებიან.“

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ბათუმში 13 ივლისს შედგება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები უკვე თითქმის სრულად არის გაყიდული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრძოლა და ლოგიკური ფრე - კაცნაკლულმა დინამომ სლოვანს არაფერი დაუთმო
ბრძოლა და ლოგიკური ფრე - კაცნაკლულმა დინამომ სლოვანს არაფერი დაუთმო