კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რონალდუ-ხვიჩას დუეტი? - ნაპოლი კრიშტიანუს უმიზნებს

''თაიმსის'' ცნობით, ''ნაპოლი'' კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებითაა დაინტერესებული. ინგლისური მედიის ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ''მან. იუნაიტედს'' მიმართა და კლუბის დატოვება მოითხოვა. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში პორტუგალიელი ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება.

ნეაპოლური კლუბის გარდა, რონალდუს გადაბირება მიუნხენის ''ბაიერნსა'' და ლონდონის ''ჩელსის'' სურთ.

La Republicca-ს ცნობით, ერიკ ტენ ჰაგი კლასიკური ნიდერლანდური შეტევის სტილის დაფუძნებას აპირებს, რასაც „აიაქსში“ აკეთებდა და ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. რონალდუ ამ მიდგომის წინააღმდეგია და „მანჩესტერის“ დასატოვებლად მზადაა. 

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია. „პარტენოპეიმ“ მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და „კვარას“ ნეაპოლურ გრანდში გადასვლას ფეხბურთის იტალიელ ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ცნობისთვის, Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები