ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა...კავარაც... კვარაცხ...“ - სერია A ხვიჩას მიესალმა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია. „პარტენოპეიმ“ მისი გაფორმების შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა და ქართველი შემტევის ნეაპოლურ გრანდში გადასვლას სერია A-ს „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა.

Lega Seria A ხვიჩას მიესალმა და სახუმარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოსათქმელად რთული გვარის გამო, კვარაცხელიას სახელით მიესალმა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება სერია A-ში კვარა... კავარაც... კვარაცხ... კეთილი იყოს შენო მობრძანება ხვიჩა”

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-მ კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა
სერია A-მ კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა