ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა დადებული"

„დინამო ბათუმის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ჯუღელმა ნობელ არუსტამიანს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ „კვარა“ „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

„ხვიჩას იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა დადებული, მაგრამ შემდეგ კლუბი მისმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ დატოვა. პარატიჩი იუვედან რომ არ წასულიყო, ხვიჩა ტურინელთა ფეხბურთელი გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი კონტრაქტი ნამდვილად იყო.

მილანს რაც შეეხება, როსონერის სპორტულ დირექტორს, მასარას გავესაუბრეთ და ისინი ტრანსფერზე ფიქრობდნენ, თუმცა შეთავაზება არ ყოფილა. პარატიჩის ტოტენჰემში წასვლის შემდეგ, გვინდოდა, ხვიჩა იჯარით იქ გადაგვეყვანა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. თავად ფეხბურთელი იჯარის წინააღმდეგი იყო და სერიოზული წინადადება მხოლოდ ნაპოლისგან მივიღეთ“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები