პორტუგალიამ მეორეც მოიგო
პორტუგალიამ მეორეც მოიგო
კაზემიროს გოლით!
კაზემიროს გოლით!
ჩემპიონების ფაბრიკა
ჩემპიონების ფაბრიკა
ბენზემა მსოფლიოზე ?
ბენზემა მსოფლიოზე ?
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
„ჩვენი ბიუჯეტი ნული ლარია“ - ფინანსური პრობლემები სამბოს ფედერაციაში
Aa Aa
29 ივნისი 2022  |  10:28

„ჩვენი ბიუჯეტი ნული ლარია“ - ფინანსური პრობლემები სამბოს ფედერაციაში

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და ფედერაციაში არსებული სერიოზული ფინანსური პრობლემების შესახებ ისაუბრა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის შემდეგ, ფედერაციის ბიუჯეტი ნული ლარია, ამის განმაპირობებელი მიზეზი კი უცნობია.

„მოგესალმებით, გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ქართული სამბოს ყველა გულშემატკივარს იმ თანადგომისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ. ამ წლების მანძილზე, ჩვენმა სამბისტემა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

2012 წლიდან, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფედერაციაში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება. სწორედ, 2012 წლიდან, ყოველწლიურად, სამბოს ეროვნული ფედერაციის ბიუჯეტი იზრდებოდა და ეს ფაქტი, ქართველი სამბისტების წარმატებაში აისახებოდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ტოკიოში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე, სამბოს, როგორც სპორტის სახეობას, მუდმივი აღიარება მიანიჭეს და ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღიარეს.

2022 წელს, საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ისეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირები, რისთვისაც აუცილებელია მოსამზადებელი შეკრებები. ამასთან, შემოდგომაზე, საქართველომ უნდა უმასპინძლოს არჩილ ჩოხელის სახელობის ევროპის თასს. თუმცა, 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ბიუჯეტი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ნული ლარია. ამ ფონზე, წარმოუდგენელია ზემოხსენებული გეგმების განხორციელება. იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში, ყველა პრობლემა მოგვარდება“.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემები ფარიკაობის ფედერაციასაც აქვს და არის შანსი, ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრონ, რომელიც 16 დღეში, კაიროში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
''ფინალის ტოლფასი მატჩია'' - ზუროსმა უკრაინასთან მატჩისთვის 13 მოთამაშე შეარჩია
''ფინალის ტოლფასი მატჩია'' - ზუროსმა უკრაინასთან მატჩისთვის 13 მოთამაშე შეარჩია