საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მარცხი ხორვატიასთან - ქართველი წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალური შეხვედრა ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 6 ქულის სხვაობით, 6:12 დამარცხდა

ხორვატი წყალბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვების ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

პირველი მეოთხედი ჩვენმა მეტოქემ 2:3 მოიგო. ქართველა წყალბურთელებმა წონასწორობის აღდგენა ორჯერ შეძლეს, ორივე შემთხვევაში თავი ბორის ვაპენსკიმ გამოიჩინა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მეორე მეოთხედის დაწყებიდან 4 წუთში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, გოლი ამჯერად ფაბიო ბარალდიმ გიატანა. სამწუხაროდ, ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენმა გუნდმა შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დააფიქსირა. ამის შემდეგ თამაში მდევრის როლში მოგვიწია ყოფნა. მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა საპასუხოდ საკუთარ კარში 4 მიიღო და მეოთხედი 2:4 დასრულდა (4:7).

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          მესამე პერიოდმა თავიდან ბოლომდე ხორვატების უპირატესობით ჩაიარა და მეტოქის წყალბურთელებმა ჩვენს კარში სამი უპასუხო ბურთის გატანა შეძლეს.

          დასკვნით პერიოდში ქართველებმა ძალების მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ შეხვედრა ღირსეულადაც დაასრულეს. დღევანდელ შეხვედრაში ეს იყო ერთადერთი პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა არ წააგო, თუმცა გამარჯვებაც ვერ შეძლო - 3:3. ჩვენი გუნდიდან თავი ნიკა შუშიაშვილმა, იოვან სარიჩმა და დუშან ვასიჩმა გამოიჩინეს.

          Video Player is loading.
          Advertisement
          Current Time 0:00
          Duration -:-
          Loaded: 0%
          Stream Type LIVE
          Remaining Time 0:00
          1x
            • Chapters
            • descriptions off, selected
            • subtitles off, selected

              ამ მარცხის შემდეგ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა დეიან სტოიანოვიჩის გუნდს ტურნირზე მე-9 ადგილის დაკავების შანსი აქვს. შესაბამისად, ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე შეხვედრას ჩაატარებს. ქართველ წყალბურთელებს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში პირველი მატჩი 29  ივნისს ელით.

              მსგავსი სიახლეები

              ცხელი ამბები