ბუნდესლიგა, ჰერტა
Aa
Aa

უპრეცედენტო შემთხვევა ბუნდესლიგაში - ჰერტას მფლობელი კლუბის გულშემატკივარი გახდა

გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად, ბერლინის „ჰერტას“ პრეზიდენტი გულშემატკივარი გახდა.

დედაქალაქური კლუბის ახალი მფლობელი 41 წლის კაი ბერნშტეინი იქნება. საგულისხმოა, რომ ბერნშტეინი „ჰერტას“ ყოფილი „ულტრასია“. ის ასევე დამფუძნებელია ბერლინური კლუბის ოფიციალური ფან-კლუბის. ასევე, მას „ჰერტას“ საშინაო არენაზე შესვლა სხვადასხვა წესების დარღვევის გამო სამჯერ აეკრძალა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ბერნშტეინმა 1670 ხმა მიიღო და უშუალო კონკურენტს, ფრენკ შტეფელს 390 ხმით გაუსწრო. მან კლუბში 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვერნერ გეგენბაუერი შეცვალა.

ცნობისთვის, კაი ბერნშტაინის გამარჯვებას „ჰერტას“ გულშემატკივრები დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: ბაიერნს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი სურს
SPORT: ბაიერნს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი სურს