The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ლივერპულმა სუპერ თასი მოიგო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
ჰალმა გამარჯვებით დაიწყო
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
როდის დაბრუნდება ქვილითაია?
მსოფლიოს საუკეთესო 20 მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია
Aa Aa
26 ივნისი 2022  |  17:54

მსოფლიოს საუკეთესო 20 მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

 

2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნელ-ნელა კიდევ უფრო ხურდება. ბოლო კვირების განმავლობაში გულშემატკივარმა არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი იხილა, თუმცა მთავარი ალბათ ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

მედიაში ყოველდღიურად აქტიურად იწერება სხვადასხვა ჭორების შესახებ, თუმცა თითქმის არავინ საუბრობს მწვრთნელებზე, მათ შორის გამოცდილ და წარმატებულ სპეციალისტებზე, რომლებიც დღეისთვის უმუშევრად არიან.

მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა „კრისტალსპორტი“ შეეცდება მათგან 20 გამორჩეული სპეციალისტი შემოგთავაზოთ, რომლებიც დღეს გუნდებისგან სამუშაო შეთავაზებას ელოდებიან.

20. ალვარო სერვერა

56 წლის ესპანელი სპეციალისტს არაერთ კლუბში უმუშავია, თუმცა ის ყველაზე ცნობილი „კადისის“ მწვრთნელობის დროს გახდა, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2022 წლის იანვარში, ლა ლიგაში არასახარბიელო შედეგების გამო კლუბმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

19. დომენეკ ტორენტი

დომენეკ ტორენტი დიდი ხნის განმავლობაში გუარდიოლას ასისტენტი იყო როგორც „ბარსელონაში“, ისე მიუნხენის „ბაიერნში“ და „მანჩესტერ სიტიში“. 2018 წლიდან 59 წლის სპეციალისტმა დამოუკიდებელი მწვრთნელობა დაიწყო და MLS-ში „ნიუ იორკ სითის“ ჩაუდგა სათავეში, შემდეგ იყო ბრაზილიური „ფლამენგო“, 2022 წელს კი „გალათარასაის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა თანამდებობა მალევე, მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.

18. პაკო ლოპესი

54 წლის სპეციალისტი 2018-2021 წლებში „ლევანტეს“ მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა კლუბი 2021 წლის ოქტომბერში დატოვა. მას შემდეგ პაკო ლოპესი უმუშევარია.

17. გაბრიელ ჰაინცე

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს სამშობლოში დაიწყო. 2020 წელს ჰაინცე ქვეყნის ფარგლებს გაცდა და MLS-ში გადაინაცვლა, სადაც „ატლანტა იუნაიტედს“ ჩაუდგა სათავეში, თუმცა კლუბი 1 წელში დატოვა და დღემდე უმუშევარია.

16. უგო სანჩესი

ცნობილი მექსიკელი ფეხბურთელი და მწვრთნელი 2012 წლის შემდეგ უმუშევარია. უგო სანჩესს არაერთხელ გამოუთქვამს დაბრუნდების სურვილი როგორც მექსიკის ჩემპიონატში, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გუნდში, თუმცა 63 წლის მწვრთნელი ამ დრომდე სახლში ზის.

15. რობერტ მორენო

ესპანელი სპეციალისტის ბოლო კლუბი „გრანადა“ იყო, თუმცა მისი ხელმძღვანელობით გუნდი ლა ლიგის გასულ სეზონში საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა და „გრანადას“ ხელმძღვანელებმა მიმდინარე წლის მარტში მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

14. ანდრე ვილაშ-ბოაში

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი სხვადასხვა წლების განმავლობაში „პორტუს“, „ჩელსის“ და „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ბოლოს ის 2019-2021 წლებში „მარსელში“ მუშაობდა, დღეს კი ახალი სამსახურის ძიებაშია.

13. ანდრეი შევჩენკო

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი მწვრთნელობის დროსაც ისეთივე წარმატებული იყო, როგორც პროფესიონალური კარიერისას. შევჩენკოს ხელმძღვანელობით უკრაინამ 2016-2021 წლებში საოცარი ფეხბურთი აჩვენა და „ევრო 2020“-ზეც ითამაშა. 2021 წლიდან 45 წლის სპეციალისტმა ძალების მოსინჯვა იტალიის ჩემპიონატში გადაწყვიტა და „ჯენოა“ ჩაიბარა, თუმცა კლუბიდან მალევე 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს.

12. კლაუდიო რანიერი

ლეგენდარულ იტალიელ სპეციალისტს სამწვრთნელო კარირეის საკმაოდ დიდი CV აქვს: ნაპოლი, ჩელსი, იუვენტუსი, ინტერი და ა.შ. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ წარმატებას მან „ლესტერთან“ ერთად მიაღწია, როდესაც 2016 წელს ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო. მას შემდეგ იყო არაერთი კლუბი, რომელსაც რანიერი ხელმძღვანელობდა, თუმცა ბოლოს „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა, თუმცა ხელმძღვანელებმა ის მალევე გაათავისუფლეს.

11. იურგენ კლინსმანი

57 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი აშშ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე აქვს გატარებული, ბოლოს კი ბერნილის „ჰერტას“ წვრთნიდა, საიდანაც 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

10. ოლე გუნარ სულშერი

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ნორვეგიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა ისეთივე წარმატებული ვერ იყო, როგორც საფეხბურთო. მისი მუშობის დროს კლუბი სტაბილურ თამაშს ვერ აჩვენებდა, რის გამოც „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებმა 2021 წლის ნოემბერში მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ოლე გუნარი მას შემდეგ უმუშევარია.

9. ნუნო ესპირიტუ სანტუ

48 წლის სპეციალისტი „ვულვზის“ ესტიროაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ითვლება. გასული სეზონის დასაწყისში სანტუმ კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და სათავეში „ტოტენჰემს“ ჩაუდგა, თუმცა არასახარბიელო შედეგების გამო „დეზებმა“ 2021 წლის  ნოემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

8. მარკო როუზი

45 წლის სპეციალისტი ახალბედა მწვრთნელად ითვლება. როზეს ორი სეზონი „ბორუსია მიონხენგლადბახში“ აქვს გატარებული. 2021/22 წლების სეზონში კი „დორტმუნდის ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და „ბაიენრს“ 8 ქულით ჩამორჩა, თუმცა ხელმძღვანელებმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

7. მიჩელ გონსალესი

59 წლის სპეციალისტს სხვადასხვა დროს „სევილიაში“, „ოლიმპიაკოსში“ და მარსელში უმუშავია, ბოლოს კი ესპანურ „ხეტაფეში“ იყო, სადაც 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში დაინიშნა, თუმცა თანამდებობა მალევე, 2021 წლის ოქტომბერში დატოვა.

6. ვისენტე მორენო

ვისენტე მორენოს ბოლო კლუბი „ესპანიოლი“ იყო. იმის მიუხედავად, რომ კატალონიელებმა ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონში ადგილი შეინარჩუნეს, კლუბის ხელმძღვანელებმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

5. ხოსე ბორდალასი

ბორდალასის მადლიერი ალბათ მთელი საქართველო უნდა იყოს. სწორედ 58 წლის სპეციალისტმა მისცა გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ თავის გამოჩენის შანსი და ეს ნდობაც ქართველმა მეკარემ ბრწყინვალეს გაამართა. ბორდალასი „ღამურებს“ სათავეში სეზონის დასაწყისში ჩაუდგა, თუმცა საბოლოოდ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ლა ლიგის გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირების გარეშე დარჩა. „ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა ხოსე ბორდალასი გუნდიდან დაითხოვეს და მის ადგილზე ჯენარო გატუზო დანიშნეს.

4. მარსელო ბიელსა

სახელოვანი არგენტინელი სპეციალისტი ბოლოს „ლიდსში“ მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში დაწინაურდა. აწ უკვე დასრულებულ სეზონში არასახარბიელო შედეგების გამო „ლიდსის“ ხელმძღვანელებმა ბიელსა თანამდებობიდან 2022 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მას შემდეგ არგენტინელი სპეციალისტი უმუშევარია.

3. რაფაელ ბენიტესი

62 წლის ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა წლების განმავლობაში, „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ინტერში“ და მადრიდის „რეალში“ მუშაობდა, ბოლოს კი „ევერტონში“ იყო, სადაც 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, რის გამოც ხელმძღვანელებმა 2022 წლის იანვარში თანამდებობიდან დაითხოვეს.

2. კიკე სეტიენი

კიკე სეტიენის ბოლო კლუბი „ბარსელონა“ იყო, მანამდე კი „ბეტისში“ და „ლას პალმასში“ მუშაობდა. 63 წლის სპეციალისტი კატალონიურ გუნდში ნახევარი სეზონი მუშაობდა და თანამდებობა 2020 წლის აგვისტოში დატოვა.

1. ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ითვლება. მადრიდის „რეალთან“ ერთად მან ზედიზედ სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ასევე ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. „სამეფო კლუბი“ მან 2021 წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია. „ზიზუს“ სახელი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედს“, „იუვენტუსს“ და პსჟ-ს, თუმცა 50 წლის სპეციალისტისთვის პრიორიტეტული საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაა და „მამლების“ დამრიგებლად სავარაუდოდ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოგვევლინება.

 

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო