გიორგი შერმადინი, ილიას ზუროსი
Aa
Aa

შერმადინი: „ძალიან ნერვიულობს ესპანეთი თბილისში რომ ჩამოდის"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ეროვნული გუნდი 17 ივნისს თბილისში შეიკრიბება, ხოლო საკვალიფიკაციო მატჩებს 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელია, რომელთაგან ოფიციალური მატჩებისთვის 12 შეირჩევა. ილიას ზუროსმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ნაკრებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 10 კალათბურთელი გამოიძახეს, 12 მოთამაშე კი ლეგიონერია, რომელთა ნაწილიც ეროვნულ გუნდს მოგვიანებით  შეუერთდება. 

ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ნაკრებს უკრაინასთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება, სანდრო მამუკელაშვილია. “მილუოკი ბაქსის” ფორვარდი ეროვნულ გუნდში იმ მიზეზით ვერ ჩამოდის, რომ თავის კლუბთან ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშის ვალდებულება გააჩნია. მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრების დასაწყისში, ივლისის ბოლოს შეუერთდება.

ილიას ზუროსი - ნაკრების მთავარი მწვრთნელი

გიორგი შერმადინი - ნაკრების კალათბურთელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკარიოლომ შემადგენლობა დაასახელა - ესპანეთის ნაკრები NBA-ის კალათბურთელების გარეშე
სკარიოლომ შემადგენლობა დაასახელა - ესპანეთის ნაკრები NBA-ის კალათბურთელების გარეშე