„აქ ფეხბურთის სათამაშოდ ხართ და არა გადასაღებად“ - დაპირისპირება მანჩესტერში
ბრიტანულ პრესაში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ბრუნო ფერნანდეშისა და მისი თანაგუნდელების, ფრედისა და ალექს ტელეშის სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული. ბრაზილიელი ფეხბურთელები კერინგტონის საწვრთნელ ბაზასთან ვიდეოს იღებდნენ, როცა ისინი ბრუნომ შეამჩნია და უთხრა, გადაღების ნაცვლად, ვარჯიში დაეწყოთ.
„აქ ფეხბურთის სათამაშოდ ხართ და არა გადასაღებად! ჩემი სასქესო ორგანო გადაიღეთ!“, - განუცხადა ბრუნომ თანაგუნდელებს, რის შემდეგაც ფრედმა და ტელეშმა პორტუგალიელს დამშვიდებისკენ მოუწოდეს.
Had never seen this clip of Bruno Fernandes shouting at Fred and Alex Telles ???? pic.twitter.com/TAsL0ZRBXk
— Sean Gillen (@SeanGillen9) June 22, 2022
აღნიშნულ ვიდეოს „მანჩესტერის“ ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებმა ბრუნო შეაქეს და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში განაცხადეს, რომ „იუნაიტედის“ ყველა ფეხბურთელი ასე უნდა იქცეოდეს, ზოგიერთმა მათგანმა კი ფერნანდეშისთვის კაპიტნის სამკლავურის მიცემა მოითხოვა.