სამუელ ეტოო
Aa
Aa

ეტოომ თაღლითობა აღიარა და ''მეორე მამას'' დააბრალა

სამუელ ეტოო, რომელმაც გადასახადების დამალვა აღიარა, 22-თვიან პირობით სასჯელ მოიხდის. ინფორმაცია ესპანურმა მედიამ გაავრცელა.

2006-09 წლებში კამერუნელმა გადასახადების სახით 3,872 621 ევრო დამალა. აფრიკელმა თავდამსხმელმა გადასახადების დამალვა ხოსე მარია მესალესს დააბრალა, რომელსაც ''მეორე მამად'' მოიხსენიებდა.

''ის ჩემი მამა იყო, ჩემზე ზრუნავდა. ახლა ფაქტის წინაშე ვარ და თანხის გადახდას ვაპირებ, მაგრამ იცოდეთ, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რასაც მამა მთხოვდა''.

სასამართლოს პირველი გადაწყვეტილების შემდეგ ეტოოსა და ხოსე მარია მესალესს ციხეში 4 წელი და 6 თვე უნდა გაეტარებინათ, თუმცა შემდეგ მათი სასჯელი შემცირდა, ეტოო და ხოსე მარია მესალესი 22-თვიან პირობით სასჯელს მოიხდიან.

სამულ ეტოო ფინანსური კუთხითაც დაისჯება. ის ესპანეთის ხელისუფლებას ოთხჯერ 1,810,310 ევროს გადაუხდის. რაც შეეხება მის ''მეორე მამას'', საერთო ჯამში მისი ფინანსური სასჯელი 905,155 ევროა.

შეგახსენებთ, სამუელ ეტოომ ფეხბურთელის კარიერა 2019 წელს კლუბ ''ყატარში'' დაასრულა. 2021 წლის 11 დეკემბერს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ტიტულის მოგება მინდა! ჰალა მადრიდ!
„ყველა ტიტულის მოგება მინდა! ჰალა მადრიდ!" - რეალმა რუდიგერი წარადგინა