საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, გიორგი ხიზანიშვილი
Aa
Aa

ლეგიონერი ინგლისიდან - 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები თურქეთის 17-წლამდე ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ მატჩებს 25 და 27 ივნისს, რუსთავის აკადემიის მოედანზე გამართავს. ორივე თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხიზანიშვილმა ''ქუინზ პარკ რეინჯერსის'' მცველი გიგი გოგია გამოიძახა. მოცემულ სიაში ის ერთადერთი ლეგიონერია.

საქართველოს ნაკრების 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი).

მცველები: დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგატიშვილი (სფფ-ის აკადემია), გიგი შენგელია (სფფ-ის აკადემია), ნიკა ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გოგია (ქუინზ პარკ რეინჯერსი, ინგლისი), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), გიორგი კანკია (სფფ-ის აკადემია), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (სფფ-ის აკადემია), საბა სამუშია (სფფ-ის აკადემია), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).

ფოტო: NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გველესიანი კვლავ ირანში ითამაშებს - მისი ახალი კლუბი პერსეპოლისია
გველესიანი კვლავ ირანში ითამაშებს - მისი ახალი კლუბი პერსეპოლისია