დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქე ცნობილია - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები
Aa
Aa

დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქე ცნობილია - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები

დღეს, ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და „დინამო ბათუმის“ სავარაუდო მეტოქე გაირკვა. თუ გია გეგუჩაძის გუნდმა „სლოვანის“ წინააღმდეგობა დაძლია, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე „ტობოლისა“ და „ფერენცვაროშის“ წყვილში საუკეთესო იქნება. „სლოვანთან" ჩანიშნული დუელის მსგავსად, ბათუმელები პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ.

აქვე ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემთხვევაში ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს და მეორე წრეში პოლონურ „ლეხსა“ და „ყარაბაღს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.

ცნობისთვის, აჭარლები პირველ ჯგუფში, განუთესავთა შორის მოხვდნენ და მათი სავარაუდო მეტოქეები ზაგრების „დინამო“, „ლეხი“, „ყარაბაღი“, „ტობოლი“ და „ფერენცვაროში“ იყვნენ. ამ გუნდებიდან მეორე ეტაპის საგზური მხოლოდ ხორვატულ კლუბს აქვს დასაკუთრებული, დანარჩენები კი საუკეთესოს ვინაობას არკვევენ - „ლეხი“ – „ყარაბაღი“, „ტობოლი“ – „ფერენცვაროში“.

ცნობისთვის, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5/6 ივლისსა და 12/13 ივლისს გაიმართება. „დინამო თბილისი“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს და მეორე მატჩში მასპინძლის სტატუსით იქნება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 18 ივლისს შედგება. შეგახსენებთ, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის „დინამო“ გახდა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ" - დოლიძის მომდევნო მეტოქის კომენტარი