ფრენკი დე იონგი, ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

დე იონგი ბარსას გასაგონად: "ნაკრების სათამაშო სტილი უფრო შემეფერება"

ერთა ლიგის მორიგი გათამაშება დაიწყო, რომელშიც A დივიზიონში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება ბელგიაში ვიხილეთ, სადაც ლუი ვან გაალის ნიდერლანდებმა მასპინძლებს 4:1 მოუგეს.

გარდა იმისა, რომ შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა, მატჩის შემდეგ, ფრენკი დე იონგმა პრესასთან ისაუბრა და პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის გაცილებით კომფორტულია ნაკრებში საყრდენად თამაში, ვიდრე „ბარსელონაში“ მისი ამჟამინდელი პოზიცია.

„ნაკრებში ბევრად განსხვავებულად ვთამაშობ, ვიდრე ბარსელონაში. მიყვარს, როდესაც პირველი მოთამაშე ვარ, ვინც ბურთს მცველებისგან იღებს.

ნიდერლანდების ნაკრებში სულ სხვანაირად ვთამაშობ, ვიდრე ბარსელონაში. ვფიქრობ, ეს სტილი უფრო შემეფერება".

- თქვა დე იონგმა.

ფრენკის გაყიდვას „ბარსელონა“ არ გამორიცხავს. შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში (80-100 მილიონი ევრო), კატალონიელები დე იონგის გაყიდვაზე დაფიქრდებიან.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ნიდერლანდელს „ბარსელონაში“ სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებდნენ, თუმცა ტრანსფერის შემდეგ, ფრენკი უფრო წინ წაწიეს და ხან ჩავის, ხანაც ინიესტას პოზიციაზე იყენებდნენ, სადაც ლოგიკურია, რომ მისი უნარები დაიკარგა.

ბოლოს გეტყვით, რომ დე იონგის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და კერძოდ კი, ერიკ ტენ ჰაგი ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის წინ | დააკარგვინებს თუ არა სანიოლის  პირობა ბულგარეთის მწვრთნელს ადგილს
მატჩის წინ | დააკარგვინებს თუ არა სანიოლის პირობა ბულგარეთის მწვრთნელს ადგილს