რეალი, გარეთ ბეილი
Aa
Aa

"ეს მუდამ შენი სახლი იქნება" - რეალი ბეილს ემოციურად დაემშვიდობა

ცნობილია, რომ გარეთ ბეილი მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალში“ აღარ ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს უელსელი შემტევი კარიერას. გარეთის „ბლანკოსიდან“ წასვლასთან დაკავშირებით, „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

რას წერს „რეალის“ საიტი?

„რეალ მადრიდი“ მადლიერებას და სიყვარულს გამოხატავს გარეთ ბეილის მიმართ. ფეხბურთელი, რომელიც სამუდამოდ ამ კლუბის ნაწილი იქნება.

გარეთი ჩვენთან 24 წლის ასაკში მოვიდა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. ბეილს არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჰქონდა, მათ შორის კოპა დელ რეის ფინალი „ბარსელონას“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2014 და 2018 წელს.. მისმა გოლებმა „რეალის“ ქომაგებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

მადრიდის „რეალი“ ყოველთვის არის და იქნება გარეთ ბეილის სახლი. ჩვენ ბეილს და მის ოჯახს წარმატებებს ვუსურვებთ.“

გარეთ ბეილის გამოსამშვიდობებელი წერილი:

„ამ შეტყობინებაში მინდა, ჩემს ყოფილ და ამჟამინდელ თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბის თანამშრომლებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. აქ ცხრა წლის წინ მოვედი, როცა ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, რომელსაც ოცნების ასრულება და რეალში თამაში სურდა. ჩემი ოცნება იყო ამ მაისურის მორგება, რეალის ემბლემის ჩემს მკერდზე დანახვა, სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში, ტიტულების დასაკუთრება და იმ წარმატების ნაწილად ყოფნა, რომლითაც ეს კლუბია სახელგანთქმული - ჩემპიონთა ლიგის მოგება.

შემიძლია, უკან გავიხედო, გავიაზრო რა გამოვიარე და გულახდილად ვთქვა, რომ ოცნება ავისრულე და გაცილებით მეტსაც მივაღწიე. ამ კლუბის ისტორიის ნაწილად ყოფნა და იმის მიღწევა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, საოცარი გამოცდილებაა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ხოსენ ანხელ სანჩესსა და რეალის ხელმძღვანელებს, რათა აქ თამაშის საშუალება მომცეს. ჩვენ ერთად შევქმენით მომენტები, რომლებიც კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობა და HALA MADRID!”

ბეილი „რეალში“

უელსელი ვარსკვლავი „სამეფო კლუბს“ 2013 წელს „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. 2013 წლიდან დღემდე, ბეილმა „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 258-ჯერ მოირგო, 106 გოლი გაიტანა და 67 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სექსი, სასმელი, ნარკოტიკები - რამ შეცვალა პატოს ცხოვრება უკეთესობისკენ?
სექსი, სასმელი, ნარკოტიკები - რამ შეცვალა პატოს ცხოვრება უკეთესობისკენ?