ლივერპული, რეალი, კაზემირო
Aa
Aa

კაზემირო: "უეფა უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო"

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ „ლივერპული“ ვინისიუს ჟუნიორის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ისტორიაში მე-14 ტიტულს დაეუფლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაზემირომ კომენტარი გააკეთა.

კაზემირო:

„დაუჯერებელია! მეხუთე ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ამის გასაკეთებლად მადრიდის „რეალმა“ წარმოუდგენლად ბევრი იშრომა. სიტყვები არ მყოფნის.. ყველასთვის მოულოდნელი იყო არა? ეს ძალიან სახალისოა. შესაძლოა წელს ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ყველაფერი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს.

თამაშის დაწყების დაგვიანება? ყოვლად აუხსნელია ასეთი ფაქტი. უეფა სერიოზული ორგანიზაციაა და ასეთი შეცდომა არ უნდა მოსვლოდა. მესმის, რომ მათზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ სიტუაცია მაინც უნდა გაკონტროლებულიყო. ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა. თუ ჩვენ გვაქვს პროფესიონალიზმი, მაშინ უეფასაც უნდა ჰქონდეს.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
MARCA: მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა