ედინსონ კავანი
Aa
Aa

ედინსონ კავანიმ მანჩესტერი დატოვა - ურუგვაელი ქომაგებს დაემშვიდობა

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, ედინსონ კავანიმ „ოლდ ტრაფორდი“ დატოვა. რამდენიმე წუთის წინ „წითელმა ეშმაკებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და კავანი მანკუნიანელთა გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„მანჩესტერის ქომაგებისა და მხარდაჭერებისადმი მადლიერების გარდა, სხვა არაფერი გამაჩნია. სიმართლე გითხრათ, ოლდ ტრაფორდზე ჩემი გადმოსვლის პირველივე დღიდან, მათ ჩემ მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოიჩინეს. მათ კარგად დაინახეს ის სამუშაო, რომელიც ამ გუნდისთვის გავწიე და ისიც, რომ მაქსიმუმს ვაკეთებდი, რათა გუნდისთვის ყველაფერი მიმეცა.

ნამდვილად მადლიერი ვარ და მანჩესტერს ბედნიერი მოგონებებით ვტოვებ. მინდოდა, გუნდში კიდევ ერთი სეზონი გამეტარებინა. ცუდი შეგრძნება დამიტოვა იმ ფაქტმა, რომ 2020-21 წლების სეზონი სასიამოვნო და წარმატებული იყო, მაგრამ გასულ სეზონში ქომაგთა იმედები ვერ გავამართლეთ. არადა ისინი ტრიბუნებს დაუბრუნდნენ და ჩვენს ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა მთელი გულით გადავუხადო იმ სიყვარულისა და პატივისცემისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეს“, - განაცხადა კავანიმ.

ცნობისთვის, „მანჩესტერმა“ 2021-22 წლების პრემიერ ლიგის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. „წითელმა ეშმაკებმა“ 58 ქულა დააგროვეს, მეოთხეადგილოსან „ტოტენჰემს“ 13 ქულით ჩამორჩნენ და „ვესტ ჰემს“ მხოლოდ ორი ქულით გაუსწრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალის შემდეგ ბაიერნში გადავა? მანემ შესაძლოა ლევანდოვსკი შეცვალოს
ფინალის შემდეგ ბაიერნში გადავა? მანემ შესაძლოა ლევანდოვსკი შეცვალოს