მოლაპარაკებაში პირადად ჩაერთო - მბაპე რეალს ჩუამენის ყიდვაში ხელს უშლის
Aa
Aa

მოლაპარაკებაში პირადად ჩაერთო - მბაპე რეალს ჩუამენის ყიდვაში ხელს უშლის

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ აურელიენ ჩუამენი მადრიდის „რეალში“ გადავა. მეტიც, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გვამცნო, რომ ჩუამენიმ საკუთარ თანაგუნდელებს „ბლანკოსში“ წასვლის შესახებ ამცნო.

ესპანური გამოცემა AS კილიან მბაპეზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. ვიგებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ჩუამენის „პარი სენ ჟერმენში“ გადაბირებას პირადად ცდილობს და მათ შორის სატელეფონო საუბარი საკმაოდ ხშირად ხდება.

Le Parisien იმასაც წერს, რომ მოლაპარაკებაში „პარი სენ ჟერმენის“ ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი არის ჩართული და მთელი ძალებით ჩუამენის დაყოლიებას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ტალანტის შეძენის მთავარ კანდიდატად მაინც მადრიდის „რეალი“ რჩება.

ჩუამენი „მონაკოში“

22 წლის ნახევარმცველი „მონაკოს“ 2020 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩუამენიმ „მონაკოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 95-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები