გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“

ავტორიტეტული AS-ი „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „მამარდას“ აგენტებმა თავიანთ კლიენტთან დაკავშირებით, რამდენიმე ზარი მიიღეს და მათ პრემიერ ლიგის კლუბები დაუკავშირდნენ.

„ფეხბურთელი, რომლის მომავალიც ვალენსიას დღის წესრიგში დგას, გიორგი მამარდაშვილია. ქართველმა გოლკიპერმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რასაც მის სანაცვლოდ გადახდილი თანხა დაემატა, რომელიც სულ რაღაც 850 000 ევროა, და იგი ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. ვალენსიამ გიორგის უკვე შეატყობინა, რომ მასთან უკეთესი კონტრაქტის გაფორმება სურს და მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ქართველი ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაში ევროპული ფეხბურთის დიდ კლუბებს არ გამორჩენიათ და ისინი მასში ხედავენ მეკარეს, რომელიც აწმყოსა და რაც მთავარია, მომავალს წარმოადგენს. უსაფრთხოების შეგრძნებას, რომელსაც მამარდაშვილი თავის გუნდს აძლევს, მისი სიმაღლე ემატება და გიორგი წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე კლუბებისთვის სასურველი კანდიდატურაა. ამ მხრივ, პრემიერ ლიგა გამოირჩევა, სადაც ინიციატივა რამდენიმე გუნდმა გამოიჩინა და AS-ი ადასტურებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა მამარდაშვილს დაურეკა, რათა გაეგო ვალენსიაში როგორი ფინანსური პირობები აქვს.

წითელი ეშმაკები ზაფხულში ბევრ ცვლილებას განახორციელებენ და ერთ-ერთი გოლკიპერის გასხვისებას განიხილავენ. დიდი ალბათობით, გუნდს დინ ჰენდერსონი დატოვებს, რომელსაც სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. მანჩესტერს იმედი აქვს, რომ ჰენდერსონის შემცვლელად გიორგის დაიმატებს, რომელიც პრემიერ ლიგის სამყაროსთვის მისაღებ ფასად იყიდება. მამარდაშვილი მეორე მეკარის ფუნქციებს შეითავსებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იუნაიტედი ევროპა ლიგაზე ასპარეზობს, ამ ტურნირზე თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა, პრემიერ ლიგა კი დე ხეას ტერიტორიაა“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო - ახალი კონტრაქტი მამარდას
გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო - ახალი კონტრაქტი მამარდას