ნუსაირ მაზრაუი
Aa
Aa

„აქ ტიტულების მოსაგებად გადმოვედი" - მაზრაუი ბაიერნის ფეხბურთელია

ნუსაირ მაზრაუი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. „რეკორდმაისტერმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გარიგება დაადასტურა. მიუნხენურმა კლუბმა 24 წლის უკანახაზელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა და მასთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე დადო.

„როცა ბაიერნთან მოლაპარაკებები დაიწყო, მაშინვე კარგი შეგრძნება დამეუფლა. ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შევუერთდი. ახლახან ბაიერნმა ბუნდესლიგა ზედიზედ მეათედ მოიგო და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად იბრძოლებს. ეს კლუბი იმიტომ ავირჩიე, რომ მასთან ერთად უდიდესი ტიტულების მოგება მინდა“, - განაცხადა მაზრაუიმ.

„მომდევნო სეზონისთვის დიდი მიზნები გვაქვს დასახული და მაზრაუის მსგავსი ფეხბურთელი მრავალფეროვან ვარიანტებს გაგვიჩენს. ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, მასთან ერთად იერიშების განხორციელებას მოუთმენლად ველით და გვინდა, რომ მომდევნო წლებში ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიოთ“, - დასძინა ოლივერ კანმა.

შეგახსენებთ, რომ მაზრაუიმ „აიაქსის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა 2018 წელს ჩაატარა. მას ნიდერლანდური კლუბის რიგებში 137 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 10 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსია შეშფოთებულია, დიდი კლუბები აკვირდებიან
„ვალენსია შეშფოთებულია, დიდი კლუბები აკვირდებიან" - Marca-ს სტატია მამარდაშვილზე