ეროვნული ლიგა, გორის დილა, იბერია 1999
Aa
Aa

დილას მნიშვნელოვანი გამარჯვება - საბურთალო უგოლო სერიას აგრძელებს

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი, რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, რომელიც ზოგადად ტურის დასკვნითი დაპირისპირებაც გამოდგა. მასპინძელი „საბურთალო“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 0:2 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ თბილისურმა კლუბმა ზედიზედ მესამე თამაშში ვერ მოახერხა გოლის გატანა, „დილამ“ კი თავისმხრივ სამმატჩიანი მოუგებელი და ამავდროულად, მშრალი სერია შეწყვიტა  და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

გორელები 50-ე წუთზე დაწინაურდნენ. „საბურთალოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით თორნიკე ძოწენიძემ ზუსტად ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

72-ე წუთზე ძოწენიძემ უკვე შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რომელიც გოლად ნიკა გაგნიძემ აქცია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

15 ტურის შემდეგ „დილამ“ 26 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად მე-4 ადგილზე დამკვიდრდა, „საბურთალო“ კი 23 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას მე-6 გოლი, სავსე სტადიონი და ბათუმის დინამოს მე-10 გამარჯვება
ხვიჩას მე-6 გოლი, სავსე სტადიონი და ბათუმის დინამოს მე-10 გამარჯვება