Crystalbet ეროვნული ლიგა, გაგრა, ბოლნისის სიონი
Aa
Aa

ნიკა ხორხელის დუბლით - სიონმა გაგრა სტუმრად დაამარცხა

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. „დინამო არენაზე“ ნომინალურმა მასპინძელმა, „გაგრამ“ გათამაშების ერთ-ერთ აუთსაიდერ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 42-ე წუთზე სტუმრებმა ნიკა ხორხელის გოლით გახსნეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაგრელთა მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა, თუმცა ბექა ქურდაძემ საკუთარი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო.

გაგა კირკიტაძის გუნდმა წონასწორობა მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუთში აღადგინა. მათე კვირკვიას მიერ, მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილ ვაწაძეს ისიანმა პირველ მცდელობაზე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა, თუმცა დამატებაზე კვლავ ვაწაძემ იყოჩაღა და ანგარიში გაათანაბრა.

80-ე წუთზე გაგრელებმა მოედნის ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვეს, რის გამოც გოლით დაისაჯნენ. საბოლოოდ ნიკა ხორხელმა თომა ტაბატაძის პასით დუბლის შესრულება შეძლო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „სიონმა“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 14 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილოსან „ტორპედოსთან“ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. რაც შეეხება „გაგრას“, გაგა კირკიტაძის გუნდი 17 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამგურალის საოცარი სერია - მექვაბიშვილის გასროლა და საეჭვო პენალტი
სამგურალის საოცარი სერია - მექვაბიშვილის გასროლა და საეჭვო პენალტი