ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ხვიჩას მე-6 გოლი, სავსე სტადიონი და ბათუმის დინამოს მე-10 გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ''თელავი'' შინ ბათუმის ''დინამოსთან'' 0:2 დამარცხდა.

''კავკასიონი არენაზე'' ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც დრიბლინგი ზუსტი დარტყმით დაასრულა. შესვენებისას კვარაცხელია შეცვალეს, მოთამაშე თავს კარგად გრძნობს, შემდეგ მატჩებშიც დაეხმარება გუნდს.

კვარაცხელიამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10 მატჩში 6 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა.

39-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო ბათუმის ''დინამოს'' ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ დატოვა, ის ჯოვინო ფლამარიონმა შეცვალა, რომლის პასით მე-40 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

ზურიკო დავითაშვილმა 8 შეხვედრაში 3 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

გია გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა, 34 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, უშუალო კონკურენტებს, თბილისის ''დინამოსა'' და წყალტუბოს ''სამგურალს'' 5-5 ქულით უსწრებს.

ბათუმის ''დინამომ'' 15 შეხვედრაში 37 გოლი შეაგდო, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. აჭარულ გუნდს თბილისის ''დინამო'' 13 გოლით ჩამორჩება. საინტერესოა, რომ ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი ბათუმის ''დინამომ'' და ''სამგურალმა'' გაუშვეს (9 გოლი).

ბათუმის ''დინამო'' შემდეგ მატჩს საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ''სამგურალთან'' გამართავს. მატჩი 25 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება.

მასალაში გამოყენებულია Eliga.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''გუნდში ბალანსია საჭირო'' - სანიოლი ჩაკვეზე, კვარაზე, მამარდასა და სხვა თემებზე
''გუნდში ბალანსია საჭირო'' - სანიოლი ჩაკვეზე, კვარაზე, მამარდასა და სხვა თემებზე