პორტუგალიამ მეორეც მოიგო
პორტუგალიამ მეორეც მოიგო
კაზემიროს გოლით!
კაზემიროს გოლით!
ჩემპიონების ფაბრიკა
ჩემპიონების ფაბრიკა
ბენზემა მსოფლიოზე ?
ბენზემა მსოფლიოზე ?
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
„უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა“ - დავით ქირიას ვრცელი ინტერვიუ
Aa Aa
19 მაისი 2022  |  19:56

„უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა“ - დავით ქირიას ვრცელი ინტერვიუ

ქართველმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ საკუთარ კარიერაზე, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და მომდევნო მეტოქეზე ილაპარაკა. ხვალ, ქირია ONE Championship-ში მორიგ ბრძოლას გამართავს და მოჰამედ ბუტასაას დაუპირისპირდება, მანამდე კი Combatpress-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

„შეგიძლია გვითხრა კარატით როდის დაინტერესდი და ვარჯიში როდის დაიწყე?“

ქირია: „6 წლის როცა ვიყავი, ფეხბურთზე დავდიოდი და 2 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მაგრამ მოედანზე ყოფნა დიდად არ მომწონდა. მიუხედავად ამისა, მინდოდა, სპორტსმენი ვყოფილიყავი და ჩემი მეზობელი, ბაჩო მწვრთნელი გახლდათ და კარატეში ვარჯიში მასთან დავიწყე.“

„ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, პირველი 5 პროფესიონალური ჩხუბიდან 4 წააგე. მარკო პიკესთან მარცხის შემდეგ, კარიერის გაგრძელების მოტივაცია როგორ იპოვე?“

ქირია: „ეს სიმართლე არაა. გერმანიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში კარგი გამარჯვებები მოვიპოვე. თუ 8-კაციან ტურნირებს უყურებთ, იქ 2007-09 წლებში გავიმარჯვე. ამის შემდეგ პიკეს ვეჩხუბე და ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოვიდა. მაშინ ის ცნობილი მებრძოლი იყო, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა, მე კი კარიერის პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და მასთან ჩხუბით კარგი გამოცდილება მივიღე.“

„20 მაისს მოჰამედ ბუტასაას ეჩხუბები, მისთვის სიურპრიზები მოამზადე?“

ქირია: „ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ახლაც ვვარჯიშობ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩხუბებისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადო, რათა მაღალ დონეზე ვიასპარეზო და ყველაფერს ვიზამ, რომ მეტოქეს სიურპრიზები შევთავაზო.“

„1992 წელს, შენი სამშობლო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა. ამ ომის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. მაშინ პატარა იყავი, მაგრამ შენი მშობლიური ზუგდიდი კონფლიქტში ჩართული იყო. შეგიძლია, გვითხრა, იმ პერიოდიდან რა გახსოვს?“

ქირია: „მაშინ 4 წლის ვიყავი, მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს. საშინელი პერიოდი იყო. შუქი და საჭმელი არ გვქონდა და ბევრი ღამე ლოდინში გავატარეთ. მახსოვს, რომ 2 წლის განმავლობაში ჩემი 23 ნათესავი ჩემს სახლში ცხოვრობდა. ისინი დევნილები იყვნენ და ამ ყველაფერმა საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა. ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს, მათ აუცილებლად დავიბრუნებთ.“

„ბევრი ქართველია ისეთი, რომელსაც რუსების მიმართ ტოლერანტული განწყობა აქვს“?

ქირია: „არა. დაახლოებით 3-4 პროცენტი ალბათ.“

„თებერვალში ერთ-ერთი პირველი უცხოელი სპორტსმენი გახდი, რომელმაც უკრაინას მხარი ომის დაწყებისთანავე დაუჭირა. რას უსურვებდი ქართველებს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და მათ, ვინც უკრაინელების თავისუფლებისთვის იბრძვიან?“

ქირია: „უკრაინას მხარს ვუჭერ და ყველა საქველმოქმედო წამოწყებაში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც საქართველოში დაიწყება. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ომიცაა. უკრაინისა და საქართველოს მომავალი ერთდროულად წყდება. ყველა უკრაინელს მშვიდობას ვუსურვებ. მინდა, ყველა მებრძოლი სახლში უვნებელი დაბრუნდეს. სულერთია, ქართველი იქნება თუ უკრაინელი. ღმერთმა დალოცოს უკრაინა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის