იუვენტუსი, ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

მე-17 წუთზე დასრულებული 17-წლიანი ისტორია - კიელინი გულშემატკივარს დაემშვიდობა

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „ალიანს სთედიუმზე“ შეკრებილი გულშემატკივარი ჯორჯო კიელინის დაემშვიდობა.

„ბიანკონერიში“ გატარებული 17-წლიანი ზღაპრული პერიოდის შემდეგ, „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ შეხვედრის მიმდინარეობისას, 37 წლის ლეგენდარული მცველი მასიმილიანო ალეგრიმ სიმბოლურად მე-17 წუთზე შეცვალა, რითაც გულშემატკივარს შესაძლებლობა მისცა, რომ ფეხბურთელი ოვაციებით და აპლოდისმენტებით გაეცილებინა.

საგულისხმოა, რომ კიელინიმ კაპიტნის სამკლავური პაულო დიბალას გადასცა, რომელიც კლუბის შემადგენლობაში ასევე ბოლო საშინაო შეხვედრას ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი „იუვენტუსს“ 2005 წელს შეუერთდა და „ბიანკონერის“ შემადგენლობაში დღეის მონაცემებით 559 შეხვედრა ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კიელინი კლუბთან ერთად 9-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-5-ჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთულია სწორი სიტყვების პოვნა..“ - დიბალა „იუვეს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა
„რთულია სწორი სიტყვების პოვნა..“ - დიბალა „იუვეს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა