მილანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჯუნიორ მესიასი
Aa
Aa

"მოულოდნელად სახეში დამარტყა" - მესიასის და ზლატანის საინტერესო ისტორია

31 წლის ჯუნიორ მესიასს კარიერაში ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო პერიოდი აქვს. ბრაზილიელი შემტევი „მილანთან“ ერთად შესაძლოა სერია ა-ს გამარჯვებული გახდეს. „ატალანტასთან“ გამარჯვების შემდეგ, მესიასი იტალიურ მედიას ესაუბრა და საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

მესიასი:

„როდესაც ტეომ გოლი გაიტანა ემოციები ვერ მოვთოკე. ძალიან დიდი რამის წინაშე ვდგავართ. ეს იქნება ნათელი წერტილი „მილანის“ ისტორიაში. მატჩის წინ, კონცენტრირებულები და მშვიდები ვიყავით. სტადიონზე კი გულშემატკივრებმა დიდი სტიმული მოგვცეს.

ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია იბრაჰიმოვიჩია, ხოლო ყველაზე ძლიერი ვის წინააღმდეგაც ვიასპარეზე კრიშტიანუ რონალდუ იყო. ზლატანთან პირველი შეხვედრა დამაბნეველი იყო.

ერთად ვსაუზმობდით და უცებ სახეში დამარტყა. გაოგნებული ვიყავი. „შენ რა არასდროს საუბრობ? კარგი მეგობარო ვხუმრობ, მთავარია, რომ შენ ძალიან ბევრს მუშაობ, ბრავო!“ - მითხრა იბრაჰიმოვიჩმა. ის ყველას გვეხმარება. 40 წლის ასაკშიც კი მაგარ ფორმაშია და მაგალითს მისგან ვიღებთ.“

მესიასი „მილანში“

31 წლის ფეხბურთელი „როსონერის“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „კროტონედან“ იჯარის წესით შეუერთდა. დღემდე მესიასმა „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 32-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები