ბარსელონა, ბაიერნი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ბარსელონა ლევანდოვსკის ვერ დაარეგისტრირებს - მიზეზი სახელფასო ლიმიტია

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს. პოლონელ თავდამსხმელს ყველაზე აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლაპორტასა და ლევანდოვსკის აგენტ პინი ზაჰავის შორის შეხვედრა გაიმართა. პინი 3-წლიან კონტრაქტს ითხოვს, რაზეც ბარსას პრეზიდენტი თანახმაა, თუმცა ამ მომენტისთვის „ბლაუგრანა“ ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირებას ვერ შეძლებს.

ამის მიზეზი კვლავ სახელფასო ლიმიტია. იმისთვის, რომ კატალონიელებმა ლევანდოვსკი იყიდონ და შემდეგ დაარეგისტრირონ, ფეხბურთელებმა ანაზღაურება უნდა შეიმცირონ. ეს ფაქტი კი, რა თქმა უნდა, ბარსას მოთამაშეებს არ ახარებთ.

რა ხდება ლევანდოვსკის გარშემო?

თავად ფეხბურთელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მისი ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში იწურება. ეს ინფორმაცია ჰასან სალიჰამიჯიჩმაც დაადასტურა, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს ოლივერ კანს, რომელმაც თქვა, რომ რობერტი კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს.

კანი:

„ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს. ის ამ კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს! არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც „ბაიერნზე“ მაღლა დადგება. ეს ძალიან ნათელია. ჩვენს გუნდში ხშირად ყოფილა ასეთი დრამები და ეს ახალი არ არის. რობერტს ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ და მისმა აგენტმა დაბლოკა. ვინც „ბაიერნთან“ კონტრაქტს აფორმებს, კარგად უნდა იცოდეს რას აკეთებს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები