თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას მაგიური პასი - ბოლონიას გამარჯვება და ქართველის ტრავმა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ''ვირტუს ბოლონიამ'' შინ ''პეზარო'' 82:76 დაამარცხა.

გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელიამ ითამაშა, თუმცა მესამე მეოთხედში მიღებული ტრავმის გამო პარკეტი იძულებით დატოვა. ამ ეტაპზე ქართველი კალათბურთელის ტრავმის სიმძიმე უცნობია.

შენგელიამ პარკეტზე 13 წუთი გაატარა, მის აქტივში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია. ქულების რაოდენობით თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარკო ბელინელის (14) ჩამორჩა.

ერთ-ერთი შეტევისას შენგელიას მიერ მილოშ ტეოდოსიჩის მიმართ შესრულებულ პასს EuroSport-მა მაგიური გადაცემა უწოდა.

მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ''ბოლონიასა'' და ''პეზაროს'' შორის კვლავ შენგელიას გუნდის საშინაო არენაზე გაიმართება. შეხვედრა 17 მაისს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებს კობი ბრაიანტის ინტერვიუ ჩავურთე“ - პიოლი ატალანტასთან მატჩის შემდეგ
„ბიჭებს კობი ბრაიანტის ინტერვიუ ჩავურთე“ - პიოლი ატალანტასთან მატჩის შემდეგ