ამბიციურ კვიპროსულ გუნდში ან პორტუგალიაში - კვიპროსული მედია ებრალიძის მომავალზე
Aa
Aa

ამბიციურ კვიპროსულ გუნდში ან პორტუგალიაში - კვიპროსული მედია ებრალიძის მომავალზე

კვიპროსული Goal Philenews-ის ცნობით, ''დოქსას'' ქართველი შემტევი ავთო ებრალიძე მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კვიპროსულ გუნდში გადავა ან პორტუგალიაში დაბრუნდება, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გაატარა. ამ ეტაპზე მასთან მიმართებით მხოლოდ ფამაგუსტას ''ანორთოსისმა'' გაიჟღერა, თემურ ქეცბაიას ქართველი ფეხბურთელის დამატება სურს, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტილი არაა.

გასულ კვირაში პორტუგალიური 24Sports-მა დაწერა:

„30 წლის ებრალიძე მემარჯვენეა, მაგრამ ძირითადად მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს, თუმცა ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. კვიპროსში ჩამოსვლამდე პორტუგალიაში იასპარეზა, იქ უამრავი წელი გაატარა. მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა“.

შეგახსენებთ, 2013-14 წლებში ავთო ებრალიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა, როცა მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო.

მას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამ კლუბში უთამაშია: ''ჟილ ვისენტეს,'' ''შავეშისა'' და ''ნასიონალის'' ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 54 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა რანგით მეორე ლიგაში ''ჟილ ვისენტესა'' და ''ვიზეუს'' მაისურით ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხოჭოლავა დაბრუნდა - რანდერსთან თამაშისთვის მზადაა
ხოჭოლავა დაბრუნდა - რანდერსთან თამაშისთვის მზადაა