ტორპედომ წარუმატებელი სერია შეწყვიტა - ქუთათურებმა ლოკო დაამარცხეს
Aa
Aa

ტორპედომ წარუმატებელი სერია შეწყვიტა - ქუთათურებმა ლოკო დაამარცხეს

ქუთაისის „ტორპედომ“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. იმერლებმა 14 აპრილის შემდეგ პირველად იმარჯვეს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მთავარი აუტსაიდერი „ლოკომოტივი“, რომელსაც 13-დან 13 წაგება აქვს, 3:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-18 წუთზე, „ტორპედო“ გიორგი კუხიანიძემ დააწინაურა. ამ უკანასკნელმა გიორგი ქიმაძის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 3 წუთის შემდეგ, კუხიანიძემ ქიმაძეს გაატანინა და „ტორპედომ“ პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმში, მატჩის სცენარი არ შეცვლილა და „ტორპედო“ უპირატესობას ფლობდა. 69-ე წუთზე, გიორგი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:0. კუხიანიძეს საგოლე გადაცემა ბექა ვაჩიბერაძემ მისცა.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ, „ტორპედოს“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს. ქუთათურები მომდევნო შეხვედრას 17 მაისს გამართავენ და „თელავს“ დაუპირისპირდებიან. „ლოკოს“ რაც შეეხება, „რკინიგზელები“ 0 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ყალბი და საშინელი ხარ" - მესის ოჯახის მეგობარი პიკეს პასუხობს