ბოლნისის სიონი, წყალტუბოს სამგურალი, დავით მაისაშვილი, შალვა ბურჯანაძე
Aa
Aa

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - სამგურალი მესამე ადგილზე აღზევდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბოლნისის ''სიონი'' შინ, ''თამაზ სტეფანიაზე'' წყალტუბოს ''სამგურალთან'' 0:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-10 წუთზე შალვა ბურჯანაძემ გახსნა, მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი უხეშად შეცდა, ''სამგურალი'' დაწინაურდა. 64-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს ჩაწოდების შემდეგ დავით მაისაშვილმა თავით შეაგდო. ''სიონის'' მცველები შეცდნენ, მეკარე სეფიაშვილმა კი რეაქცია დააგვიანა.


''სიონმა'' 13-დან მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო და 7 მატჩი დათმო. რაც შეეხება გიორგი მიქაძის გაწვრთნილ ''სამგურალს'', 23 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, მეორე საფეხურზე მყოფ თბილისის ''დინამოს'' 2 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ''სამგურალმა'' ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო.

მე-14 ტურში ''სამგურალი'' ''გაგრას'' ესტუმრება (17 მაისი), ''სიონი'' კი გორის ''დილას'' უმასპინძლებს (17 მაისი).

ფოტო: ''სამგურალის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს