დინამო თბილისის მნიშვნელოვანი გამარჯვება - ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულაა
Aa
Aa

დინამო თბილისის მნიშვნელოვანი გამარჯვება - ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულაა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, გორის „დილამ“ საკუთარ კედლებში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და კახაბერ ცხადაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ლევან ოსიყმაშვილის გადაცემით უსმანე კამარამ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, „დილას“ მომენტების შექმნა უჭირდა, მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა განახორციელა და ზედიზედ მეორედ წააგო.

„დიდი მადლობა ფეხბურთელებს ასეთი თავდადებისთვის. ჩვენ არ ვინტერესდებით ვინ როგორ თამაშობს. მთავარია ჩვენ როგორ ვთამაშობთ და ამოცანებს როგორ ვასრულებთ. დღევანდელ შეხვედრაში სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებული. თამაში სწორად დავგეგმეთ და მიზანს მივაღწიეთ. დილა მაღლა აწეული დაცვის ხაზით ასპარეზობს და თავისუფალ სივრცეებში ბევრი გადაცემა გავაკეთეთ, რამაც გაამართლა. მეორე, მნიშვნელოვანი იყო, მეტოქის შემტევი ნახევარმცველების განეიტრალება და მატჩის ბოლოს ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით, თუმცა სწრაფი შეტევები, რომლებიც გვქონდა, შეგვეძლო, უფრო ხარისხიანად გამოგვეყენებინა. მადლობა ფეხბურთელებს. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით არიან და მიხარია, რომ იმედი არ გავუცრუეთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვან მატჩებს ვატარებთ და თითოეულისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ტურის შემდეგ, „დინამო თბილისს“ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. დედაქალაქელები „დინამო ბათუმს“ 3 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა 16 მაისს, „საბურთალოს“ წინააღმდეგ ელით.

ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს