საქართველოს 15-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

15-წლამდელებმა უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავეს

საქართველოს 15-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე მესამე შეხვედრა გამართა. ერევანში სომხეთის წინააღმდეგ გამართული მატჩი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველი გოლის ავტორი გიგი გლუნჩაძე გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

67-ე წუთზე გიორგი ჩიტაურის გუნდმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. თორნიკე გულიაშვილმა გიორგი გვასალიას პასის შედეგად საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლიბანს 3:1 მოუგო, შემდეგ კი მოლდოვასთან 2:2-ს პენალტების სერიაში მარცხი მოჰყვა. ჯამში ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა და თასსაც დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს ეფექტი - დღე, როცა კანტეც კი გაბრაზდა
FIFA-ს ეფექტი - დღე, როცა კანტეც კი გაბრაზდა