წყალბურთი
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამოს ისტორიული გამარჯვება ოლიმპიაკოსთან

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თბილისის „დინამომ“ დასკვნითი შეხვედრა გამართა და პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

თბილისელებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 14:13 მოუგეს.

პირეოსელებს თავიანთი შემადგენლობიდან გამომდინარე (ვერცხლისმედალოსანი 9 წყალბურთელი ტოკიო 2020-დან) შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი ჰქონდათ.

შეხვედრის სტარტი „დინამოსთვის“ წარმატებული გამოდგა და 3 უპასუხო ბურთის გატანაც შეძლეს. თუმცა მეტოქემ მეორე ნახევარში გათანაბრება შეძლო, რის შემდეგაც ბოლო წამამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.

საფინალო სასტვენამდე 1 წუთითა და 35 წამით ადრე თბილისელებმა სანდრო ადეიშვილის გოლით ტაბლოზე 14:13 დააფიქსირეს, რის შემდეგაც დაცვაში მწყობრად ითამაშეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო“ ხორვატიის ქალაქ სპლიტში „იადრანს“ დაუპირისპირდა და პირველი გამარჯვება იქ გაიფორმა - 12:11. რვა გუნდისგან შემდგარი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მოწინავე 4-ეული გავიდა. „დინამომ“ 2 მოგებით ბოლო ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგრა, ეროვნული ნაკრები, კვარა და მამარდა - ინტერვიუ სოლომონ კვერკველიასთან
გაგრა, ეროვნული ნაკრები, კვარა და მამარდა - ინტერვიუ სოლომონ კვერკველიასთან