ლევან გორგაძე
Aa
Aa

მარცხი 57 კილოგრამით მსუბუქ მეტოქესთან - ტოჩიმ ზედიზედ მესამედ წააგო

8 მაისს, ტოკიოში მდებარე „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „ნაცუ ბაშო“ დაიწყო და ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ ზედიზედ მე-3 შეხვედრა დათმო. დღეს, „ტოჩი“ მე-8 მაეგაშირას, ტერუცუიოშის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირას, ტაკარაფუჯის შეხვდება. ამ უკანასკნელს ლევანი კარგად იცნობს და მის წინააღმდეგ დოჰიოზე 24-ჯერაა გასული. ქართველს ტაკარაფუჯისთან დადებითი ბალანსი აქვს და 13-ჯერ იმარჯვა, თუმცა ბოლო ორი შერკინება დათმო.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დაწინაურება გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მომდევნო მსხვერპლი ხარ“ - თოფურიასა და ევლოევის დაპირისპირება გრძელდება
„ჩემი მომდევნო მსხვერპლი ხარ“ - თოფურიასა და ევლოევის დაპირისპირება გრძელდება