გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის აღიარება - ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურში მოხვდა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში გიორგი შერმადინი მოხვდა. მასთან ერთად ხუთეულში ჯო რანგლანდი (ჰაპოელი), იონა რადებაუ (ლუდვიგსბურგი), ჩიმა მონეკე (მანრესა) და კრის ჯონსონი (ჰაპოელი) მოხვდნენ.

მოგეხსენებათ, ბილბაო ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალს მასპინძლობს. ფინალამდე ტურნირის დაჯილდოება მოეწყო, რომელსაც შერმადინი ესწრებოდა. მას შესაბამისი პრიზი გადასცეს.

შეგახსენებთ, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ნახევარფინალური შეხვედრა „ჰაპოელ ჰოლონის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს 78:71 სძლია. შერმადინმა პარკეტზე 22 წუთი და 19 წამი გაატარა და გამორჩეული მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. „შერმინატორმა“ პარკეტიდან 100-პროცენტიანი შედეგით შეუტია და 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. გიომ 5-დან 2 საჯარიმოც გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო. „ლენოვო ტენერიფეს“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ მარსელინიო უერტასმა ჩააგდო, რომელიც 17 ქულით გამოირჩა.

ფინალში ''ტენერიფე'' ესპანურ ''მანრესას'' შეხვდება. მატჩი 8 მაისს, 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები