კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, იბერია 1999
Aa
Aa

საბურთალო და ლოკომოტივი საშინაო არენას იცვლიან - მიხეილ მესხის სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება

მთავრობის განკარგულებით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, საბურთალოს საშინაო არენის შეცვლა უწევს:

დედაქალაური საბურთალო, რომელიც საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის ცენტრალურ სტადიონზე მართავდა, ამიერიდან გუნდებს რუსთავში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლებს.

გეცოდინებათ, რომ 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ერთ-ერთი სტადიონი, სადაც ოფიციალური მატჩები გაიმართება, მიხეილ მესხის სახელობის არენაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო, რის გამოც, ჩვენს კლუბს დროებით საშინაო არენის შეცვლა მოუხდა", - განმარტავენ კლუბში.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მიხეილ მესხის სტადიონის გარდა, საშინაო არენას შეიცვლის თბილისის ლოკომოტივიც, რომელიც მესხი 2-დან კვლავ საგურამოში დაბრუნდება.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში საბურთალოს მატჩი ქუთაისში აქვს ჩანიშნული, ხოლო ლოკომოტივს - გაგრას წინააღმდეგ, დინამო არენაზე, მე-13 ტურიდან კი სიახლე ძალაში ოფიციალურად შევა.

21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.  

თავდაპირველად, ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა UEFA-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.

21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მურთაზ ხურცილავა: ,,კონტრაქტს რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მთავაზობდა
მურთაზ ხურცილავა: ,,კონტრაქტს რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მთავაზობდა"