ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

Transfermarkt-მა ფასები განაახლა - ხვიჩას ღირებულებამ 1 მილიონით დაიკლო

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა. პირველ ადგილზე კვლავინდებურად ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება, რომელიც 1 მილიონი ევროთი გაიაფდა და მისი ფასი 15 მილიონი ევროა.

მეორე პოზიციას „დინამო ბათუმის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი იკავებს. ეს უკანასკნელი 2 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც მის წინა ფასზე 500 000-ით ნაკლებია. მესამე აჭარელთა მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი გახლავთ - 1.2 მილიონი ევრო. 20 წლის უკანახაზელის ღირებულებამ 200 000 ევროთი მოიმატა.

„დინამო ბათუმის“ მოთამაშეთა ტრიოს შემდეგ, სოლომონ კვირკველიას ვხედავთ, რომელიც 1 მილიონ ევროდაა შეფასებული. „გაგრას“ მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებამ 500 000-ით დაიკლო, ხუთეულს კი ფლამარიონი ასრულებს. ბრაზილიელის ფასი 800 000-ია და მისი ღირებულება 250 000-ით გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ყველაზე ძვირადღირებული კლუბი „დინამო ბათუმი“ გახლავთ, რომლის ფეხბურთელთა საერთო ფასიც 25.07 მილიონი ევროა. მეორე ადგილს „დინამო თბილისი“ იკავებს - 6.63 მილიონი ევრო, მესამე კი „დილა გორი“ გახლავთ - 4.96 მილიონი ევრო.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
El Nacional: მესი პსჟ-ს დაემუქრა - თუ რონალდუს იყიდიან გუნდს დატოვებს
El Nacional: მესი პსჟ-ს დაემუქრა - თუ რონალდუს იყიდიან გუნდს დატოვებს