4-წლიანი პატიმრობა - სანტი მინას განაჩენი გამოუტანეს
ალმერიის სასამართლომ „სელტას“ ფეხბურთელს, სანტი მინას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. Marca-სა და Cadena Ser-ის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს, რომელსაც ადგილი 2017 წელს ჰქონდა.
პროკურატურის წარმომადგენლები 9.5-წლიან პატიმრობასა და მინას სექსუალური ძალადობის ბრალდებით გასამართლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პატიმრობასთან ერთად, მინას მომდევნო 12 წლის განმავლობაში, დაზარალებულთან მიახლოება ეკრძალება (მინიმუმ 500 მეტრი უნდა იყოს დისტანცია) და 50 000 ევროს გადახდა მოუწევს.
???????? ÚLTIMA HORA | Santi Mina, condenado a cuatro años de prisión por abuso sexual https://t.co/UcpoPAZPhe
— MARCA (@marca) May 4, 2022
მინასთან ერთად, სასამართლოს წინაშე მისი კოლეგა, დავიდ გოლდარიც წარდგა და მისთვის პატიმრობა არ შეუფარდებიათ. ესპანური პრესის ინფორმაციით, მომხდარის გამო, დაზარალებულს დეპრესია, შფოთვა და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა აწუხებს, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.