ბექა მიქელთაძე
Aa
Aa

„პირველივე დღიდან შესანიშნავია“ - ნიუკასლ ჯეთსის თავკაცი მიქელთაძეს აქებს

„ნიუკასლ ჯეთსის“ მთავარმა მწვრთნელმა, არტურ პაპასმა ქართველი ფეხბურთელის, ბექა მიქელთაძის შესახებ ისაუბრა. ავსტრალიელმა სპეციალისტმა ბექა შეაქო და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ბექასთვის ეს ჯილდო ნამდვილად დამსახურებული იქნება. როცა მიქელთაძე გავიფორმეთ, ასეთი კომენტარი გავაკეთე: „მარტო იმიტომ, რომ მის შესახებ არავის არაფერი სმენია და ტიპური წარსული არ ჰქონია, არ ნიშნავს, რომ აქ წარმატებული არ იქნება.“ ბექა პირველივე დღიდან შესანიშნავია, თუმცა ვთვლი, რომ შეუძლია, პროგრესს მიაღწიოს და უკეთესი ფეხბურთელი გახდეს.“

ქართველი შემტევის შესახებ „ჯეთსის“ მეკარემ, მაიკლ ვაიერმაც ისაუბრა და განაცხადა: „შეიძლება, საფეხბურთო უნარებით იყო დაჯილდოებული, მაგრამ თუ გული და ხასიათი არ გაქვს, არაფერი გამოგივა. ბექას ეს პრობლემა არ აწუხებს და როცა ფეხბურთს თამაშობს, ეტყობა, ამ სპორტისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს. მას გამარჯვება ძალიან უნდა და ზუსტად იმას აკეთებს, რაც გვჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ მიქელთაძის გუნდი თავის მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და საკუთარ კედლებში „უესტერნ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 13:05-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ფეხბურთს ქომაგი უხდება, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს''
''ფეხბურთს ქომაგი უხდება, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს''