სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

''ქართველი ქომაგი ჩვენი X ფაქტორია'' - მამუკელაშვილმა ევრობასკეტზე ისაუბრა

''მილუოკი ბაქსის'' ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მომავალი ევრობასკეტის შესახებ ისაუბრა.

''ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა, როცა მთელი ქვეყანა გქომაგობს, შენს უკან დგას. ეროვნული ნაკრების ყოველ მატჩში თანამემამულეების მხრიდან სიყვარულს ვგრძნობთ. ბრწყინვალე ტურნირის, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შენს ქვეყანაში ჩატარება დიდებული რამ არის.

ქომაგი დარბაზში მე-6 მოთამაშის როლს ასრულებს, ეს ჩვენი X ფაქტორია. გვსურს, გავიმარჯვოთ და ქომაგებმა ჩვენით იამაყონ. ქომაგები ხმაურს და ფანტასტიკურ ატმოსფეროს ქმნიან.

ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მიზანი თითოეული თამაშის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ეს პირველი ნაბიჯია. ევრობასკეტი ძალიან კონკურენტუნარიანი ტურნირია,  ყოველ გუნდს შეუძლია თამაშების მოგება. გვსურს ვაჩვენოთ, რომ დიდებული ნაკრები და დიდებული შემადგენლობა გვყავს. მოთამაშეებიც კი უფრო მეტად მოტივირებულნი ხდებიან, როცა უმაღლეს დონეზე თამაშობენ. მხოლოდ ჩვენთვის არ ვთამაშობთ, არამედ - მთელი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის მაისურის მორგებით ამაყები ვართ. საქართველოს ნაკრებში ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების სინთეზია, გვყავს გამოცდილი მოთამაშეები და მათგან ბევრს ვსწავლობთ.

ევრობასკეტზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება შემდეგი ტურნირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფანტასტიკური ტურნირი იქნება''.

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპები თბილისში, კიოლნში, მილანში და პრაღაში გაიმართება, თითოეულ ჯგუფში 6-დან 4 საუკეთესო გუნდი ფლეი-ოფში იასპარეზებს, რომელსაც ბერლინი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ესპანეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკას მაგია ამჯერად საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინიქსმა სერია გამარჯვებით გახსნა
ლუკას მაგია ამჯერად საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინიქსმა სერია გამარჯვებით გახსნა