გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ლევანტესთან დერბიმ მისი ადგილი გაამყარა" - AS მამარდაშვილს აქებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, AS-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს. AS-ი „მამარდას“ აქებს და აცხადებს, რომ „ლევანტესთან“ გამართულმა მატჩმა ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი გაამყარა.

„თუ ფორვარდები განსაკუთრებული პასტისგან უნდა დამზადდნენ, გოლკიპერებთან მიმართებით ყველაფერი უფრო რთულადაა. მეკარე არის პოზიცია, რომელიც შეცდომის დაშვების ყველაზე მეტ საშუალებას იძლევა და გიორგი მამარდაშვილის აღზევება კვლავინდებურად გასაოცარი სწორედ ამიტომაა.

ქართველი გოლკიპერი ვალენსიას სარეზერვო გუნდში სათამაშოდ გადმოვიდა და ახლა ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, გუნდის მთავარი მეკარეა. ლევანტესთან გამართულმა დერბიმ ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი კიდევ უფრო გაამყარა. გიორგიმ 5 ბურთი მოიგერია და 4 მათგანი საჯარიმო მოედნის შიგნიდან განხორციელებული დარტყმა იყო. მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილს კარში წასული ბურთების 74 პროცენტზე მეტი აქვს მოგერიებული, რაც მის მოულოდნელ პროგრესს იდეალურად ასახავს. ზოგჯერ, იგი ატიპურ სტილში თამაშობს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რეაქციას აგვიანებს, მაგრამ ადგილზე ყოველთვის დროულად ჩნდება“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 19 მატჩი ჩაატარა და გოლი 8-ჯერ არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 15 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმკაცრესი სასჯელი - UEFA-მ რუსეთი 2022/23 წლების ყველა ტურნირიდან მოკვეთა
უმკაცრესი სასჯელი - UEFA-მ რუსეთი 2022/23 წლების ყველა ტურნირიდან მოკვეთა