გიორგი მიქაუტაძე, სერენი
Aa
Aa

''ახლა მხოლოდ ზეიმის დროა'' - მიქაუტაძის გოლით სერენი ელიტაში დარჩა

ბელგიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი მიქაუტაძის ''სერენმა'' ადგილი შეინარჩუნა. ფლეი-ოფში ''სერენის'' მეტოქე ''მოლენბეკი'' იყო, რომელიც ორმატჩიან დაპირისპირებაში 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი პირველ შეხვედრაში მიქაუტაძემ შეაგდო.

''სერენმა'' საპასუხო მატჩი საშინაო კედლებში გამართა, თამაში ფრედ 0:0 დასრულდა.

ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა:

''სიტყვები არ მაქვს იმ გარემოს აღსაწერად, რაც სტადიონზე იყო. გვსურდა ელიტაში ადგილი შეგვენარჩუნებინა ჩვენთვის, ჩვენი ქომაგებისთვის, კლუბისთვის, ყველასთვის. ახლა მხოლოდ მხიარულებაა, ახლა მხოლოდ ზეიმის დროა''.

21 წლის გიორგი მიქაუტაძემ ''სერენის'' რიგებში მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. ფეხბურთელი ფრანგული ''მეცის'' საკუთრებაა, ბელგიურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება აკავშირებს, რომელიც 30 ივნისს იწურება. შესაძლოა, შემდეგ სეზონში ქართველმა ფორვარდმა ''მეცის'' მაისურით ითამაშოს, რომელიც ლიგა 1-ში ბოლო ადგილზეა, უდიდესი ალბათობით უმაღლესი ლიგიდან გავარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"საოცარი პიროვნებაა და ბრწყინვალე დონეზეა" - ბორდალასი მამარდაშვილზე