არსენალი, ვილიარეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ფრენსის კოკლენი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

კოკლენი: "ფერგიუსონზე შური ვიძიე"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ვილიარეალი“ „ლივერპულს“ ესტუმრება. როგორც მოგეხსენებათ, ემერის გუნდმა გასულ წელს ევროპის ლიგა მოიგო. „წყალქვეშა ნავმა“ ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა.

მერსისაიდულ გრანდთან დაპირისპირების წინ, „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა ფრენსის კოკლენმა RMC სპორტ-თან ისაუბრა და ევროპის ლიგის ფინალი გაიხსენა.

კოკლენი:

 „“არსენალში“ ჩემი დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა და „ოლდ ტრაფორდზე“ 2:8 დავმარცხდით. სერ ალექსმა თავის ბიოგრაფიულ წიგნში გამაკრიტიკა. წლების შემდეგ, ჩვენ „იუნაიტედი“ ევროპის ლიგის ფინალში დავამარცხეთ და ეს გარკვეულწილად შურისძიება იყო.

გარდა ამისა, უდიდესი სიამოვნება მის წინაშე თასის აწევამ მომანიჭა. ფერგიუსონი ტრიბუნაზე იყო და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა. რაც შეეხება „ლივერპულთან“ მატჩს, ფავორიტებად არც „იუვენტუსთან“ მივიჩნეოდით და არც „ბაიერნთან“. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ვილიარეალის“ პირველი დაპირისპირება 27 აპრილს ინგლისში გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები