ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

რამდენიმე დღე დაისვენებს - კიტეიშვილს გამოკვლევა ჩაუტარდა

CrystalSport-ის ცნობით, გრაცის ''შტურმის'' ქართველ ფეხბურთელს, ოთარ კიტეიშვილს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი სრულიად ჯანმრთელია, გამოკვლევიდან გამომდინარე ტრავმირებული არაა, თუმცა მოთამაშე ტკივილს გრძნობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ავსტრიული გუნდის ქართველი ''ათიანი'' რამდენიმე დღე დაისვენებს, ''ზალცბურგთან'' მატჩს გამოტოვებს.

სავარაუდოდ, კვირის ბოლოს უფრო ცხადი და ზუსტი გახდება მოთამაშის მდგომარეობა, შეძლებს თუ არა ბუნდესლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მიღებას.

26-ე ტურში ვენის ''აუსტრიასთან'' ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა, თუმცა 27-ე ტურში ვენის ''რაპიდთან'' საშინაო მატჩი წვივის უკანა კუნთის ტკივილის გამო გამოტოვა. 28-ე ტურში ''რაპიდთან'' გასვლით მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მოედანზე გამოსვლიდან სამ წუთში შეცვალეს.

შეგახსენებთ, კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში პსვ-სთან შეხვედრაში მიიღო. მოედანს გასულ თვეში დაუბრუნდა. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.

''შტურმი'' მეორე ადგილზეა და შემდეგ ტურში ლიდერ ''ზალცბურგს'' უმასპინძლებს (27 აპრილი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა
„ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა" - ესპანელებმა მამარდაშვილი შეაქეს