„ქალი ფეხბურთელები მეტ გოლს იმიტომ უშვებენ, რომ კაცებზე ემოციურები არიან“
Aa
Aa

„ქალი ფეხბურთელები მეტ გოლს იმიტომ უშვებენ, რომ კაცებზე ემოციურები არიან“

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კენი შილსმა უცნაური განცხადება გააკეთა. ინგლისთან წაგებული მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 0:5 დათმო, შილსმა ქალთა და კაცთა ფეხბურთს შორის არსებულ განსხვავებებზე ილაპარაკა.

„ქალთა ფეხბურთში შევამჩნიე, რომ როცა გუნდი პირველ გოლს უშვებს, მეორესაც მალევე იღებს, რადგან ქალები კაცებზე უფრო ემოციურები არიან და პირველი გოლი მათ ფსიქოლოგიურ განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს.

როცა ინგლისის ნაკრებმა ანგარიში გახსნა, გადავწყვიტეთ, რომ თამაშის ტემპი შეგვენელებინა, რათა ემოციური პრობლემები და არასტაბილურობა თავიდან ამოგვეგდო. თქვენთვის ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ჩემი აზრით, ემოციურობის პრობლემა არა მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს, არამედ ქალთა ფეხბურთის ყველა გუნდს აქვს“.

გეტყვით იმასაც, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცის განცხადებებს სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა მოჰყვა. რამდენიმე გულშემატკივარმა რადიკალური პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ შილსმა პოსტი აუცილებლად უნდა დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Plazadeportiva მამარდაშვილზე: „დებატები დაასრულა, ფინალში ძირითადში იქნება“
Plazadeportiva მამარდაშვილზე: „დებატები დაასრულა, ფინალში ძირითადში იქნება“