„ის კედელია, ქართველი გიგანტი“ - ესპანური მედიის გამოხმაურება „მამარდას“ თამაშზე
Aa
Aa

„ის კედელია, ქართველი გიგანტი“ - ესპანური მედიის გამოხმაურება „მამარდას“ თამაშზე

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

„ღამურების“ შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც არაერთი ეფექტური სეივი შემოგვთავაზა. ქართველი მეკარის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ესპანურ მედიას და 21 წლის ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

MARCAრაიოსთან ფრის შემდეგ „ვალენსიამ“ ლა ლიგიდან ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა. ახლა „ღამურებს“ მხოლოდ ესპანეთის თასის ფინალიღა დარჩათ. თუ მოიგებს ევროპა ლიგაზე იქნება, წაგების შემთხვევაში კი კიდევ ერთ სეზონს გაატარებენ უდაბნოში. შეიძლება ითქვას, რომ „ვალენსიამ“ „რაიოსთან“ დასახული გეგმას მიაღწია. ბევრი არაფერი უთამაშია და ტაბლოზე მაინც ფრე დააფიქსირა. რაც შეეხება მამარდაშვილს, ის გუნდში საუკეთესო იყო. რომ არა ქართველი მეკარე, „ვალენსია“ ამ მატჩს წააგებდა. მან საჯარიმოს გარედან ორი ურთულესი დარტყმა მოიგერია და „რაიოს“ ფეხბურთელები გაკვირვებული დატოვა. ის კედელია, ნამდვილი ქართული გიგანტი.

EL PAIS - გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ მთავარი გმირი იყო, რომელმაც თავისი გუნდი გაშვებულ გოლს არაერთხელ, საოცარი სეივებით გადაარჩინა. მამარდაშვილის კარს პირველად იზი პალაზონი შორიდან დაბალი დარტყმით დაემუქრა, თუმცა ქართველმა შორეულ ძელთან წასული ბურთი მოიგერია. მამარდაშვილის და პალაზონის გზები მეორე ტაიმშიც გადაიკვეთა და „ვალენსიას“ მეკარემ ამჯერადაც აჯობა მეტოქეს, თუმცა 83-ე წუთზე სერხი გუარდიოლას დარტყმულთან უძლური აღმოჩნდა.

AS - გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ კვლავ გმირად მოევლინა. „რაიო ვალეკანოსთან“ მან ბრწყინვალე რეფლექსები გამოავლინა და არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ქართველმა „ვალეკასზე“ შეკრებილი გულშემატკივარი არაერთხელ დაამწუხრა.

31 ტურის შემდეგ ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი „სუპერსეივი“ და მშრალი სერიის დასასრული - „მამარდას“ რეკორდამდე 1 წუთი დააკლდა
ორი „სუპერსეივი“ და მშრალი სერიის დასასრული - „მამარდას“ რეკორდამდე 1 წუთი დააკლდა