ორი „სუპერსეივი“ და მშრალი სერიის დასასრული - „მამარდას“ რეკორდამდე 1 წუთი დააკლდა
Aa
Aa

ორი „სუპერსეივი“ და მშრალი სერიის დასასრული - „მამარდას“ რეკორდამდე 1 წუთი დააკლდა

ლა ლიგის 31-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

„ღამურების“ შემადგენლობაში კვლავ სასტარტო თერთმეტეულში მოგვევლინა ქართველი მეკარე. მამარდაშვილმა პირველ და მეორე ტაიმში ორი ურთულესი ბურთის მოგერიება შეძლო, თუმცა სამწუხაროდ კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.

ანგარიში „ვალენსიამ“ 57 წუთზე, კარლოს სოლერის გოლით გახსნა, მასპინძლებმა კი წონასწორობა 83-ე წუთზე აღადგინეს. გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი სერხი გუარდიოლამ გაიტანა.

 

სამწუხაროდ, ქართველ მეკარეს ლა ლიგის ისტორიაში ყველა დროის რეკორდამდე მხოლოდ 1 წუთი დააკლდა. თუ მამარდაშვილი 84-ე წუთამდე კარის მშრალად შენახვას შეძლებდა, ლა ლიგის ისტორიაში გახდებოდა პირველი დებიუტანტი მეკარე, რომელსაც გოლი 562 წუთის განმავლობაში არ ექნებოდა გაშვებული. ამ მაჩვენებლით „მამარდა“ ბარსელონას ყოფილ მეკარეს, კლაუდიო ბრავოს გადაასწრებდა, რომელმაც „ბლაუგრანაში“ თავის სადებიუტო სეზონში 561 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი.

ამის მიუხედავად, გიორგიმ ორი დასამახსოვრებელი „სეივი“ მაინც შემოგვთავაზა. 21 წლის მეკარემ პირველ ტაიმში ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა, მეტოქეს ურთულესი ბურთი აუღო.

მეორე ნახევარში კი იზი პალაზონის შორეული გასროლა ეფექტურ ნახტომში მოიგერია. საერთო ჯამში, მამარდაშვილმა შეხვედრა 3 სეივით დაასრულა.

31 ტურის შემდეგ ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის აღიარება - ულამაზესი პასის ავტორი სიმბოლურ გუნდში
კიტეიშვილის აღიარება - ულამაზესი პასის ავტორი სიმბოლურ გუნდში