ანდრე აიუ „ლიგა 1“-ის საუკეთესო აფრიკელ მოთამაშედ დასახელდა
Aa
Aa
19 მაისი 2015  |  11:48

ანდრე აიუ „ლიგა 1“-ის საუკეთესო აფრიკელ მოთამაშედ დასახელდა

მარსელის „ოლიმპიკისა“ და განის ნაკრების ფორვარდი ანდრე აიუ, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო აფრიკელ მოთამაშედ დაასახელეს.

25 წლის ფეხბურთელმა, „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელ მაქს-ალენ გრადელს და „მონაკოს“ მცველ აიმენ აბდენურას აჯობა.

უკანასკნელ პერიოდში, ინფორმაცია იმის შესახებაც ვრცელდება, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, ანდრე აიუ კლუბს დატოვებს. მიმდინარე სეზონში განელმა თავდამსხმელმა „მარსელის“ მაისურით 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები